Saturday, November 30, 2013
მეხუთე დღის რეფლექსია
მასწავლებელმა უნდა გააფრთხილოს ბავშვები, რომ პროექთზე მუშაობის მსვლელობაში მათ უნდა მიუთითონ გამოყენებული წყაროები, ხოლო ინტერნეტიდან მასალების მისამართები და საიტების სათაურები. ამისთვის ვიყენებთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს,რომლის სხვადასხვა ფორმატი (APA,MLA) გვაქვს რესურსებში. ეცადინეობის მეორე ნახევარი ცვენ დავუთმეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნას. ჩემი პრეზენტაცია Shakespeare Hamlet Quest for individuality and identity განიხილავს ტრაგედიის მახასიატებლებს, აანალიზებს გმირების ურთიერთობებს ქვესიუჟეტების ასპექთსი.
Sunday, November 24, 2013
მეოთხე დღის რეფლექსია
თავიდან პროექტის გეგმაში შეფასების გეგმები იყო შესავსები. იმისდამიხედვით, თუ რომელი ფაზა(დაწყების, მუშაობის პროცესის, დემონსტრაციის) იყო შესაფასებელი ასარჩევია მეთოდები და სტრატეგიები. 'შეფასება' საქაღალდეში შევინაეთ რამდენიმე სქემა (ვიცი-მინდა ვიცოდე, ვენის დიაგრამა, გონებრივი იერიში,ა.შ.) პოუერ პოინტში დავწერეთ პრეზენტაცია და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
Saturday, November 23, 2013
მესამე დღის რეფლექსია
ვისწავლეთ როგორ განისაზღვრება სეიცავს ტუ არა ჩვენი პროექტის მიზნები ბლუმის ტაქსონომიის მაღალი სააზროვნო უნარების განმავითარებელ აქტივობებს და შეესაბამება თუ არა ეს აქტივობები 21-ე საუკუნის უნარებს. გავიგეთ რამდენად მნიშვნელოვანია მასწავლებლის დასმული კითხვები.
საპროექტო იდეა
შექსპირის ჰამლეტი
ბრძოლა პიროვნული დამოუკიდებლობისათვის
პიესის უკეთ გასაგებად მოსწავლეები იკვლევენ ჰამლეტის ისტორიულ ფონს და შექსპირის ეპოქას. პიესის წაკითხვის შემდეგ ისინი პიესაში გამოყენებულ თემებსა და საკითხებს თანამედროვე ცხოვრებასთან დაკავშირებით იყენებენ და ცდილობენ ,გადაწყვიტონ საუკუნოვანი პრობლემები, როგორიც არის მშობლებთან ურთიერთობა, სიძულვილით გამოწვეულ დანაშაულთან/ძალადობასთან ბრძოლა.
მოსწავლეები გუნდებად მუშაობენ და შერჩეულ საკითხებთან დაკავშირებით ქმნიან მიზნობრივ გეგმებსა და პროდუქტს, საზოგადოებაზე დადებითი გავლენის მოხდენის მიზნით. ყოველი გუნდი იკვლევს საზოგადოების საჭიროებებს და რესურსებს და განსაზღვრავს მოქმედების კურსს.
მეორე დღის რეფლექსია
დრეს დავასრულეთ პირველი მოდული და ახლა მზად მაქვს პროექტის პორტოლიოს შაბლონი, რომელშიც მექნება ჩასაწქობი ყველაფერი რასაც გავაკეტებ და მოვაგროვებ პროექტის კეტების დროს.რაც მტავარია, ულამაზესი ბროსურა მაქვს დამზადებული, რომელიც მშობლებისთვის პროექტის გასაცნობად შეიძლება გამოიყენო.
Saturday, November 16, 2013
პირველი დღის რეფლექსია
ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხება ჩვენი ტრენინგი და ვფიქრობ პროექტებით სწავლება ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. დღეს გავეცანით იმ ძირითად მიმარტულებებს, რომელსაც მოიცავს ჩვენი მუსაობა მომდევნო მეცადინეობებზე.
Subscribe to:
Posts (Atom)